13 ოქტომბერი, 2018
რობი უილიამსის იდუმალი ქალიშვილი სამეფო ქორწილში შარლოტას არ ჩამოუვარდებოდა
რობი უილიამსი საკუთარი ოჯახის ამბებს ყოველთვის საიდუმლოდ ტოვებს. ის ამ თემაზე არსად საუბრობს და სოციალური ქსელი არც მისი შვილების ფოტოებით არის განებივრებული. თუმცა, გუშინ მუსიკოსმა ქალიშვილი თეოდორა გამოაჩინა.

თეოდორა სამეფო ქორწილში იმყოფებოდა, სადაც პრინცესა შარლოტასთან, პრინც ჯორჯთან და სხვა ბავშვებთან ერთად პრინცესა ეუხენიასა და მის ქმარს საქორწინო ცერემონიალი გაულამაზა.

თეოდორა ნამდვილი დედოფალივით იქცეოდა და პრინცესული მანერებით თვით შარლოტასაც კი არ ჩამოუვარდებოდა.

ის ფოტოგრაფებს ხელს უქნევდა და ბედნიერი ჩანდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS