13 ოქტომბერი, 2018
რატომ აქვს დიდი შრამი ზურგზე პრინცესა ეუხენიას
დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი პრინცესა ეუხენია გუშინ გათხოვდა. სამეფო ქორწილში არა ერთი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა. 28 წლის ეუხენია დიდი ხნის სიყვარულზე, ჯეკ ბრუქსბენკზე დაქორწინდა.

პრინცესა ეუხენიას ქორწილში ეცვა Peter Pilotto-ის კაბა, რომელსაც მხოლოდ ზურგი ჰქონდა მოხსნილი, სადაც მას დიდი "შრამი" ეტყობოდა. მთელი მსოფლიო დღეს ამ შრამზე ლაპარაკობს.

Rating
Rating

როგორც პრინცესასთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, 28 წლის ეუხენიას სურდა, ამით მიეცა მაგალითი ყველა ქალისთვის, მიეღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან.

რაც შეეხება თავად პრინცესას ნაიარევს, მას მძიმე სქოლიოზი ჰქონ
და და 12 წლის ასაკში ოპერაცია გაუკეთეს, სწორედ მაშინ დარჩა ზურგზე ეს ნაიარევი.

12 წლის პრინცესას ოპერაცია მაშინ 8 საათი გაგრძელდა. ექიმი, რომელმაც მას კორექცია გაუკეთა, ქორწილშიც იყო მიწვეული.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS