12 ოქტომბერი, 2018
პრინცესა ეუხენია გათხოვდა - ამაღელვებელი მომენტები სამეფო ქორწილიდან
პრინცესა ეუხენია გათხოვდა. 28 წლის პრინცესამ ჯეკ ბრუქსბენკზე იქორწინა. მასთან რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

ეუხენიამ დაქორწინების შესახებ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რამაც მისი ბებია დედოფალი ელისაბედი და მშობლები ისე გაახარა, რომ ეს ამბავი მთვარეზე ყოფნას შეადარეს.

პრინცესა ეუხენია სამეფო ოჯახის უმცროსი ქალიშვილია და დაქორწინებით იგი სამეფო ტიტულის კანონიერი მატარებელი ხდება, ამასთან მას მეუღლის გვარზე გადასვლის უფლებაც აქვს.

საქორწინო ცერემონიალი წმინდა გიორგის სამლოცველოში წარიმართა, სწორედ აქ იქორწინეს პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ.
ბუნებრივია, ქორწილს დედოფალიც დაესწრო.

ქორწილში ასევე სტუმრად იყვნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. ასევე - რობი უილიამსი, ნაომი კემპბელი, დემი მური და სხვები. 


RatingRatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS