21 თებერვალი, 2014
კვლავ მაიდანი და ვარსკვლავები - ლოლიტას შვილის ევაკუაცია და რუსლანას შიმშილობა
სკოლები კვლავაც არ მუშაობს. ბავშვები გააფრთხილეს, რამდენიმე დღე ქუჩაში არ გამოვიდნენ'', - ამბობს ლოლიტა როგორც ცნობილია, მომღერალი რუსლანა ლიჟეჩკო ევრომაიდანის ერთ-ერთი ლიდერია და ბოლო მოვლენებში აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად მომღერალმა და რადის ყოფილმა დეპუტატმა გამოაცხადა, რომ თუ ევროკავშირი სათანადო სანქციებს არ მიმართავს ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ხელისუფების საწინააღმდეგოდ, შიმშილობას დაიწყებს.

''იანუკოვიჩი ომს აწარმოებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მათ შორის, საინფორმაციო ომსაც - ქვეყნის დიდ ნაწილში რთავენ ტელეარხებსა და რადიოს, რათა ხალხს ინფორმაცია არ მიეწოდოს''.

ამასობაში კიდევ ერთი მომღერალი,
ლოლიტა მილიავსკაია აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრი, უფრო სწორად, მისი ქალიშვილი. როგორც გაირკვა, ლოლიტას ქალიშვილი კიევის ცენტრში სწავლობდა სკოლაში (ის კიევში ცხოვრობს ლოლიტას დედასთან ერთად).

მაიდანზე ბოლო საათებში მომხდარი ამბების გამო, სკოლის მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოახდინეს. ''დედაჩემმა დამირეკა, რომ სკოლიდან დაურეკეს და უთხრეს, სასწრაფოდ წაეყვანა ბავშვი. სკოლები კვლავაც არ მუშაობს. ბავშვები გააფრთხილეს, რამდენიმე დღე ქუჩაში არ გამოვიდნენ'', - ამბობს ლოლიტა.

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS