წყვილმა ერთმანეთი 2001 წელს კლიპის გადაღებებზე გაიცნო, თავდაპირველად, ენრიკე ანას მიმართ ცუდად იყო განწყობილი, მაგრამ ბოლოს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და მათ ახლა ჰყავთ 10 თვის ტყუპები, რომლებსაც ერთად ზრდიან.
"საოცრად კარგი პროცესია, როდესაც ვუყურებ, თუ როგორ უვლის ანა ბავშვებს, ჩემს თვალწინ გაიარა მისი დედობრივი ინსტინქტის ჩამოყალიბებამ. როგორც ყველა წყვილს, ჩვენც მოგვდის ხოლმე კამათი, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ",
"ჩვენ ახლა იმაზე ხშირი სექსი გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია, მის მიმართ ვნება საერთოდ არ გამნელებია", - ჟურნალისტები იგლესიასის გულახდილობამ გააოცა, რადგან ანას და ენრიკეს წყვილი ყველაზე იდუმალ წყვილად ითვლება.