21 თებერვალი, 2014
ლედი გაგა, მადონა, ვერა ბრეჟნევა, ქეთა თოფურია - Россия - говно
რასაკვირველია, თავიანთ აზრს გამოთქვამენ უკრაინელი მომღერლები, რომლებიც დღეს რუსეთში მოღვაწეობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიო შეძრა. მსოფლიო დონის ვარსკვლავები და თვით რუსი მსახიობები და მომღერლებიც კი თავს მოვალედ მიიჩნევენ, საკუთარი პროტესტი გამოთქვან შექმნილი ვითარების გამო. უკრაინის ტრაგედიამ მთელ მსოფლიოს ამოაღებინა ხმა, კვლავ და კვლავ რუსეთის საწინააღმდეგოდ.

ერთ-ერთი პირველი ლედი გაგა იყო, რომელმაც ''ტვიტერში'' დაწერა: ''მე რუსული არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა Россия - говно''.

Rating

პროტესტი გამოთქვა მადონამ, რომელიც რა ხანია, რუსეთის საწინააღმდეგოდ არაერთ განცხადებას ავრცელებს და
ცნობილია მისი ღია მხარდაჭერა ''პუსი რიოტის'' დაპატიმრებული წევრების მიმართ.

ამჯერად მადონამ უკრაინელთა მხარდასაჭერად დაწერა თავისი მოსაზრება და ასევე ვენესუელაში მიმდინარე მასობრივ არეულობებზე: ''როგორც ჩანს, ნიკოლას მადურომ არ იცის ფრაზა ''ადამიანის უფლებები''. ფაშიზმი ყვავის ვენესუელასა და რუსეთში. უკრაინა არ დანებდება''.

რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა ასევე ''ტვიტერში'' დაწერა: ''ოლიმპიადა იმედი და დღესასწაულია, მაგრამ შეუძლებელია იმის არშემჩნევა, რაც კიევში ხდება. სამოქალაქო ომი ტრაგედიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის''.

რასაკვირველია, თავიანთ აზრს გამოთქვამენ უკრაინელი მომღერლები, რომლებიც დღეს რუსეთში მოღვაწეობენ.

ანა სედოკოვა: ''მინდა, რომ გაზაფხულის თბილი წვიმა წამოვიდეს. რომ წაშალოს ეს საშინელება, ეს კოშმარი, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. ახლობლებს ვურეკავ და ვამშვიდებ, რომ ველაფერი კარგად არის. მაგრამ ასე არ არის... ჩვენ ვლოცულობთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს''.

ვერა ბრეჟნევა:
''ილოცეთ, რომ ქვეყანაში ისევ დაისადგუროს მშვიდობამ და სიყვარულმა''.
კომენტარი გააკეთა ქეთა თოფურიამაც და მოუწოდა თაყვანისმცემლებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას ამ მძიმე დროებაში.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
თიკო
ეთუნას და აჩიკოს - გაუმარჯოს ერთმორწმუნე და მართლმადიდებულ რუსეთს ახალგორში, დვინში და ა.შ. კიდე დიდი მადლობა ოსეთზე და აფხაზეთზე, რომ არაფერი ვთქვათ გორში და ფოთში ყუმბარების ჩამოგდებისათვის. რამ დაგავიწყათ ქართველებო ეს ყველაფერი!!!!
16:32 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
მაგარი(ლედია),,,გაგა,,ყველაზე ინტელექტუალური კომენტარი აქვს გაკეთებული.
16:28 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთუნა
გარკვეულათ ვეთანხმები აჩიკოს მე რუსეთის კენ ვარ თუნდაც იმიტო რო მართმადიდებლური ქვეყანაა და საერთოთ აუტკივარი თავი აიტკივეს მგონი უკრანელმა ხალხმა გაჭირვებაა შეილება და მაგიტო მაგრამ ეს რაც ხდება უარესია მგონი ...
16:28 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზუ ზუ
ვაი შენს პატრონს აჩიკო
16:13 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა)
აჩიკო შენით გახვალ? ღმერთო რა სირცხვილია ასეთი ადამიანი ერში :(
15:58 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი22
ქეტაა.....საინტერესოა შენ ქვეყანაში რომ იყო ომი...რატო მაშინ არ გააკეთე კომენტარი????მაგრამ შენ ხომ ქართული სული არ გაქვს
14:29 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
შშშშ
ლეიდი გაგას ეგ არ უთქვამს. მსგავსი ჩანაწერი მისი ტვიტერის გვერდზე არ არსებობს.
14:05 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS