ერთ-ერთი პირველი ლედი გაგა იყო, რომელმაც ''ტვიტერში'' დაწერა: ''მე რუსული არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა Россия - говно''.

პროტესტი გამოთქვა მადონამ, რომელიც რა ხანია, რუსეთის საწინააღმდეგოდ არაერთ განცხადებას ავრცელებს და
ამჯერად მადონამ უკრაინელთა მხარდასაჭერად დაწერა თავისი მოსაზრება და ასევე ვენესუელაში მიმდინარე მასობრივ არეულობებზე: ''როგორც ჩანს, ნიკოლას მადურომ არ იცის ფრაზა ''ადამიანის უფლებები''. ფაშიზმი ყვავის ვენესუელასა და რუსეთში. უკრაინა არ დანებდება''.
რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა ასევე ''ტვიტერში'' დაწერა: ''ოლიმპიადა იმედი და დღესასწაულია, მაგრამ შეუძლებელია იმის არშემჩნევა, რაც კიევში ხდება. სამოქალაქო ომი ტრაგედიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის''.
რასაკვირველია, თავიანთ აზრს გამოთქვამენ უკრაინელი მომღერლები, რომლებიც დღეს რუსეთში მოღვაწეობენ.
ანა სედოკოვა: ''მინდა, რომ გაზაფხულის თბილი წვიმა წამოვიდეს. რომ წაშალოს ეს საშინელება, ეს კოშმარი, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. ახლობლებს ვურეკავ და ვამშვიდებ, რომ ველაფერი კარგად არის. მაგრამ ასე არ არის... ჩვენ ვლოცულობთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს''.
ვერა ბრეჟნევა: ''ილოცეთ, რომ ქვეყანაში ისევ დაისადგუროს მშვიდობამ და სიყვარულმა''.
კომენტარი გააკეთა ქეთა თოფურიამაც და მოუწოდა თაყვანისმცემლებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას ამ მძიმე დროებაში.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის