მათ გადაიღეს ბრედ პიტი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ჰიპურად ჩაცმული გამოჩნდა. 54 წლის მსახიობს ჯინსები, თეთრი მაისური, მოკლემკლავიანი ყვითელი პერანგი და ყავისფერი ბათინკები ეცვა.
ფილმში ბრედ პიტის გარდა, ალ პაჩინოს, მარგო რობის, კურტ რასელის და სხვა ცნობილ მსახიობებს ვიხილავთ.
თავად კვენტინ ტარანტინოს თქმით, კინოსურათში ბევრი კრიმინალური ისტორია იქნება.