ფოტოსესიის ჩანაფიქრის თანახმად, ბიჭებმა ვარსკვლავი დედის სილამაზის თაყვანისმცემლებისა და შეთავსებით -მისი სტილისტების როლები მოირგეს.
მას მერე, რაც სტეფანი სეიმური პირველად გამოჩნდა პოდიუმსა და ჟურნალების გარეკანებზე, ოცდახუთ წელზე მეტია გასული, მაგრამ 1980-90-იანი
ნიუ-იორკის ბომონდში ცნობილმა ძმებმა, 21 წლის პიტერმა და 18 წლის ჰარიმ, პირველად მიიღეს მონაწილეობა ასეთ სერიოზულ ფოტოსესიაში. მანამდე, როცა პატარები იყვნენ, ხანდახან დედასთან ერთად ჩნდებოდნენ რომელიმე სარეკლამო გადაღებაზე.
ცნობისათვის, სტეფანი სეიმურს უფროსი ვაჟიც ჰყავს -დილან ტომას ენდრიუსი, რომელიც 1990 წელს გაუჩნდა როკგიტარისტ ტომი ენდრიუსთან ქორწინებაში. ენდრიუსს მალევე გაეყარა, რის შემდეგაც მცირე ხანს ''განზ-ენ-როუზის'' სოლისტ აქსელ როუზს ხვდებოდა.
1995 წელს კი ცოლად გაჰყვა მილიონერ პიტერ ბრანტს, რომელიც უძრავი ქონების, ასევე საგამომცემლო სფეროში მოღვაწეობს და თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციონერია. წყვილს ორი ვაჟი და ქალიშვილი ლილი მარგარეტი გაუჩნდა.

თუმცა 2009 წელს სტეფანი მასაც გაეყარა და მას მერე მარტოა. სტეფანისა და მისი ვაჟების ამგვარ გულახდილ ფოტოსესიას ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დედისა და შვილების მონაწილეობით ამგვარი სცენები ახლოს არის გარყვნილებასთან.
ბევრს არ დაეზარა და ის ამბავიც გაიხსენა, როდესაც სტეფანი სეიმური კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს საკუთარ შვილებთან ''შეუფერებელი'' ქცევის გამო. დაახლოებით სამი წლის წინ სუპერმოდელი პლაჟზე შენიშნეს თავის ვაჟ პიტერთან ერთად, რომელიც მაშინ 17 წლის იყო.
თვითმხილველთა თქმით, ზედმეტად თავისუფალი და თამამი მოდელი ''მეტისმეტად ნაზად'' იქცეოდა თავის შვილთან, ეფერებოდა და ტუჩებშიც კი კოცნიდა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პიტერმა კი პრესაში ამ ფაქტზე კომენტარი არ დაიშურა და ყველას სულელი უწოდა, ვინც მათ ოჯახზე ასე ფიქრობს.
ჟურნალი ''რეიტინგი''