01 ოქტომბერი, 2018
"მე მან საპირფარეშოში გამაუპატიურა" - რონალდო მსოფლიო სკანდალში გაეხვა
გასულ კვირას ამერიკელმა კეტრინ მაიორგიმ "Der Spiegel"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო სექსუალურ ძალადობაში და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ფეხბურთელმა ქალბატონზე ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში 2009 წელს იძალადა და გაჩუმების სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

Rating

ფაქტს ინსტაგრამზე თავად რონალდოც გამოეხმაურა.

მან ლაივი ჩართო და გოგონა ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა: "ეს არის ფალსიფიცირებული ნიუსი, რა ვქნა ეს ჩემი საქმის შემადგენელი ნაწილია. ამ გოგონას სურს, ჩემი სახელი გამოიყენოს".

თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით, ფეხბურთელმა საქმეში იურისტები ჩართო და
პოპულარული გამოცემისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

Rating

თავად "დაზარალებულმა" მაიორგმა კი რედაქციაში ხმოვანი წერილი გაგზავნა, სადაც ის მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს:
"მე კრიშტიანუს ძალადობაში ვადანაშაულებ, საკუთარ თავს კი ვადანაშაულებ იმაში, რომ დოკუმენტებში ხელმოწერით დავდე დუმილის პირობა. მან მე მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობ", - ნათქვამია ჩანაწერში.

ჩანაწერის გავრცელებამდე კი, მაიორგმა დეტალურად აღწერა, როგორ გააუპატიურა ის რონალდომ.

"მე ის სასტუმროს საპირფარეშოში შემხვდა, სექსი შემომთავაზა, რაზეც რამდენჯერმე უარი ვუთხარი, რის შემდეგაც იძალადა და გამაუპატიურა", - აცხადებდა ინტერვიუში ამერიკელი ქალბატონი.

Rating

გამოცემა "Der Spiegel"-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ინტერვიუს დაბეჭდვამდე კომენტარის ჩასაწერად ფეხბურთელთან და მის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა, ამაოდ - ისინი არ პასუხობდნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS