01 ოქტომბერი, 2018
გიორგი ქებურიამ რიანასთვის ექსკლუზიური სათვალე შექმნა
გიორგი ქებურიას აქსესუარებითა და სამოსით მსოფლიოს წამყვანი მოდელები და მომღერლები ხშირად ფიგურირებენ საზოგადოებაში, ამჯერად ქებურიას სათვალე 30 წლის ბარბადოსელმა მომღერალმა - რიანამ მოირგო.

სიახლე დიზაინერმა საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა და ფოტო ატვირთა, რომელზეც რიანა დახვეწილი დიზაინის სათვალით ფიგურირებს.

Rating

როგორც აღმოჩნდა, სათვალე ქებურიამ ექსკლუზიურად მომღერლისთვის შექმნა.

Rating

მომღერალი აღნიშნული სათვალით გამოჩნდა დუბაიში გამართულ საკუთარი ბრენდის Fenty-ს პირველ პრესტიჟულ შეხვედრაზე, სადაც სილამაზის სტანდარტებისა და თავის მოვლის მოდურ ტენდენციებზე ისაუბრა.
განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS