28 სექტემბერი, 2018
"მის ბაღდადი 2015" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
უცხოური მედიის ცნობით, ერაყში „მის ბაღდადი 2015“-ის ტიტულის მფლობელი, 22 წლის მოდელი ტარა ფარესი, მოკლეს.
მას ორი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი მოდელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„მის ბაღდადი 2015“-ის ტიტულის მიღების შემდეგ ტარა ფარესი გარკვეული დროის განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდა და მუშაობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ე.წ „თამამი ფოტოები“ და სტატუსები, განხილვის თემა და მუქარის საბაბი გახდა. ტარა ფარესი საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელებში, მას მილიონებით მიმდევარი ჰყავდა.

პოლიციამ გამოძიება უკვე
დაიწყო. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ მოკლა მოდელი, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან მუქარა ISIS-სგან მიიღო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS