20 თებერვალი, 2014
ყველაზე სასტიკი ციხეები მსოფლიოში
ბევრ პატიმარს უცდია იქ თვითმკვლელობა, რადგან ყველასგან არიან იზოლირებული, მათ შორის, სხვა პატიმრებისა და მცველებისგანაც კი ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობა ბოლო წლებში აქტუალობას არ კარგავს. რადგან დღემდე ბევრს აღელვებს ეს საკითხი. ამ გადასახედიდან ალბათ კიდევ უფრო საინტერესო იქნება ახლახან ერთ-ერთ უცხოურ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებული ყველაზე საშინელი ციხეების რეიტინგისთვის თვალის გადავლება.

1. დიარბაკირის ციხე
ციხე ქალაქ დიარბაკირში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1980 წელს ააშენეს. მას მერე ამ ქვეყნის მრავალი სასტიკი დამნაშავე მიუღია. ეს ციხე ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ პატიმრებს
ფიზიკურად აწამებენ, არამედ ისინი ფსიქიკური ზეწოლის ქვეშაც ჰყავთ. ციხე ორ სექციად არის დაყოფილი: ერთში 744 პატიმარია მოთავსებული, მეორეში კი 688 პატიმარია. თუმცა ამ ეტაპზე ორივე სექცია გადავსებულია.

2. საბანეტა
საბანეტა ვენესუელაში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ციხეა. ის ერთ-ერთი უსასტიკესი გამოსასწორებელი დაწესებულებაა სამხრეთ ამერიკაში, ამიტომაც არის, რომ პატიმრები როგორც კი იქ ხვდებიან, მაშინვე ცდილობენ მის დატოვებას. ციხეში ყვავის ათობით გადამდები დაავადება, პატიმრებს კი არავინ აქცევს ყურადღებას. გარდა ამისა, ციხეში თვითონ პატიმრები სჩადიან მრავალ ძალადობას.

3. ციხე ADX Florence
ეს ციხე აშშ-ში მდებარეობს და საშიში დამნაშავეებისთვის არის განკუთვნილი. კოლორადოში მდებარე ციხეში ამჟამად 439 პატიმარია და ამ დაწესებულებას შეუძლია `დაიკვეხოს~ ქვეყანაში უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონით. ბევრ პატიმარს უცდია იქ თვითმკვლელობა, რადგან ყველასგან არიან იზოლირებული, მათ შორის, სხვა პატიმრებისა და მცველებისგანაც კი. ამ ციხის არაოფიციალური სახელწოდება მთიანი ალკატრასია და ის 1994 წლიდან მოქმედებს.

4. ტადმარის ციხე
ტადმარის ციხე სირიის ქალაქ ტადმარში მდებარეობს, დამასკოდან 200 კილომეტრში. თავდაპირველად სამხედრო დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა 1980-იანი წლებიდან ყველა სახის პატიმარს ათავსებენ. 1980 წელს სირიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰაფეზ ალ-ასადმა გასცა ბრძანება, ციხის ყველა მაშინდელი პატიმარი დაეხვრიტათ - იმ დროისთვის ტადმარში 2400 პატიმარი იყო. 2001 წელს ციხე დახურეს, თუმცა 2011 წლიდან კვლავ ფუნქციონირებს.

Rating

5. კარანდირუ
კარანდირუ ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში მდებარეობს და 1920 წელს გაიხსნა. 1992 წელს კარანდირუში მასშტაბური ბუნტი მოხდა, რომლის დროსაც 111 დამნაშავე მოკლეს სამართალდამცველებმა. კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც მოგვიანებით ციხე საბოლოოდ დახურეს, იყო შიდსის ეპიდემია - იმ დროს ციხეში 8 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

Rating

6. ბანაკი 22
ეს ციხე ჩრდილოეთ კორეაში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელია. ის სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან. როგორც წესი, პატიმრები და ხშირად მათი ოჯახის წევრებიც ამ კედლებში სამუდამო პატიმრობისთვის არიან განწირულნი. ამჟამად იქ 5 ათასი ადამიანია დაპატიმრებული.

7. ბანგკვანგი
ცენტრალური ციხე ბანკვანგი ტაილანდში მდებარეობს. გამოსასწორებელი დაწესებულება, რომელიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, შორეული აღმოსავლეთის ყველაზე სასტიკ ციხედ მიიჩნევა. ძირითადად იმის გამო, რომ საკნები გადავსებულია და მცველები საშინელ სისასტიკეს ავლენენ.

8. ელ როდეო
ციხე ელ როდეო ვენესუელაში მდებარეობს, ქალაქ გუატირში და ქვეყნის ყველაზე სასტიკი იზოლატორია. ამჟამად იქ სასჯელს 50 ათასამდე პატიმარი იხდის. 2011 წელს ციხეში სასტიკი ომი გაჩაღდა ორ დაჯგუფებას შორის. სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ჩარევა გახდა საჭირო, რომ პატიმრებს შორის გამართული ორთაბრძოლები შეეწყვიტათ. თუ პატიმარს გაუმართლა და ოდესმე დატოვა ეს ციხე, უკან დაბრუნება არასოდეს მოუნდება.

9. გიტარამა
ეს ციხე რუანდაშია და მასაც უსასტიკესი დაწესებულების სახელი აქვს. აქ იმდენად საშინელი პირობებია, რომ ზოგიერთი პატიმარი კანიბალიზმსაც კი მიმართავს, რათა ცოცხლად გადარჩეს. ბევრი პატიმარი უწოდებს მას `ჯოჯოხეთს დედამიწაზე~. თავდაპირველად ციხე 400 პატიმრისთვის ააშენეს, თუმცა 1990-იანი წლების შემდეგ ამ ტერიტორიაზე რატომღაც 7 ათასამდე პატიმარი ჰყავთ დატყვევებული.
Rating

10. ციხე-კუნძული რიკერსი
ნიუ-იორკში მდებარე ციხე-კუნძული რიკერსი ამერიკის ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის არის განკუთვნილი. ის კვინსისა და ბრონქსის რაიონებს შორის მდებარეობს. სახელი აქვს განთქმული მასში მომუშავე მცველების განსაკუთრებული სისასტიკით.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დე
ძაან გინდა საშიში იყოს?
00:01 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
გლდანის ციხე რატომ არ არის სიაში??
18:09 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS