25 სექტემბერი, 2018
სკანდალი სილამაზის კონკურსზე - გამარჯვებულს ტიტული ჩამოართვეს
წლევანდელი „მის უკრაინა 2018“-ის გამარჯვებული ცნობილი მოდელი - ვერონიკა დიდუსენკო გახდა. 23 წლის გოგონას, მოგვიანებით, საორგანიზაციო კომიტეტმა ახალი სტატუსი ჩამოართვა.


მოდელი, რომელსაც ჩინეთში წლევანდელ „მის მსოფლიოზე“ უნდა მიეღო მონაწილეობა, კომიტეტმა ტიტული ოჯახური მდგომარეობის გამო ჩამოართვა.




როგორც აღმოჩნდა, გოგონა გათხოვილი გახლდათ და მან ამ ფაქტის დამალვა გადაწყვიტა, ეს კი კონკურსის პირობების მკაცრი დარღვევა აღმოჩნდა.


ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონკურსი ხელახლა ჩატარდება და ახალი კანდიდატი 30 სექტემბერს დასახელდება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS