24 სექტემბერი, 2018
ანჯელინა ჯოლი ინგლისელ მილიარდელზე გათხოვდა
მსახიობი ანჯელინა ჯოლი იდუმალ ინგლისელ მილიარდელზე თხოვდება - ამის შესახებ ინფორამაციას უცხოური პრესა ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მსახიობმა უკვე დაგეგმა ხელმოწერის ცერემონიალი.

დღე მეგობრებისა და ნათესავების წრეში ჩაივლის. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრობლება - ანჯელინა ჯოლი ჯერ კიდევ ბრედ პიტის ცოლია.

აღნიშნული წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად მსახიობმა უკვე მიმართა სასამართლოს და სთხოვა, გადახედოს განქორწინების საქმეს.

გამოცემა წერს, რომ ანჯელინას რჩეულს ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ასევე, აღნიშნავენ, რომ ანჯელინა ჯოლიმ დ მისმა იდუმალმა ,,ფულის ტომარამ“ უკვე დადეს ფიცი,  წყვილმა ჩაატარა ცერემონია,
სადაც ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს. აღსანიშნავია, რომ ცერემონია საიდუმლო ქორწინებას გავდა.

ანჯელინა იყო თეთრ კაბაში და ხელში თაიგული ეკავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი სახლში დაიბარა, თუმცა, რაზე ისაუბრეს საიდუმლო შეხვედრაზე ყოფილმა მეუღლეებმა, უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS