20 სექტემბერი, 2018
ცნობილი სუპერმოდელები მსოფლიოს ქართველმა მამაკაცმა "აჩუქა"
დღეს ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვა მსოფლიო ვარსკვლავები არიან - მოდელები ქართველმა მოდის აგენტმა, გია ჯიქიძემ აღმოაჩინა. მას მახვილი თვალისა და განსაკუთრებული ალღოს წყალობით, შეეძლო, ნამდვილი მარგალიტები შეენიშნა. სწორედ მისი წყალობით, ლამაზმანები მსოფლიოს მაღალ პოდიუმზე აღმოჩნდნენ.

ირინა შეიკი, რომლის ნამდვილი გვარიც შაიხლისლამოვაა ჩელიაბინსკის ოლქში დაიბადა. ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა, თუმცა, როცა წამოიზარდა, ეს საქმე მობეზრდა. შემდეგ კი სილამაზის სკოლაში დას გაჰყვა, სადაც ქართველმა მოდის აგენტმა შენიშნა. მან გია ჯიქიძეზე ჟურნალ "V MAGAZINE"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

Rating

„დედა მუსიკოსია და ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი. თუმცა, როდესაც წამოვიზარდე, მუსიკა მომწყინდა; ჩემი და, ტატიანა სილამაზის პროდუქტებზე ყოველთვის შეყვარებული იყო. მაკიაჟისა და თმის მოვლის საშუალებებს ჩემზე ცდიდა. ერთ დღესაც სილამაზის სკოლაში წამიყვანა, სადაც გია ჯიქიძე დამხვდა. ის მოდის აგენტი იყო, რომელმაც ნატალია ვოდიანოვა აღმოაჩინა. კარიერა მისი წყალობით დავიწყე“, - ვკითხულობთ ინტერვიუში.

Rating

ნიჟნი-ნოვგოროდში დაბადებული რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მის ოჯახს ძალიან უჭირდა. დედას რომ დახმარებოდა, რუსეთის ცივ ზამთარში ქუჩაში ხილს ყიდდა. როგორც ჟურნალ "Vogue"-ში ვკითხულობთ, 16 წლის მშვენიერი გოგონა მოდის აგენტმა სწორედ ბაზარში შენიშნა და სააგენტოში დაიბარა. 17 წლის ასაკში პარიზში გაემგზავრა და წარმატებამაც არ დააყოვნა. ვოდიანოვამ 300-ზე მეტი მოდის ჩვენების პოდიუმი დაამშვენა.

Rating

„რუსეთის ცივ ზამთარში ხილს ქუჩაში ვყიდდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვცდილობდი, თავი უკეთ მეგრძნო. მახსოვს, დედას თვიური საშუალო ხელფასი 25 რუბლი იყო. ერთ დღეს სახლში ვბრუნდებოდი და მოულოდნელად ქუჩაში რუბლი ვიპოვე. გახარებული დედასთან მივედი, მან უფლება მომცა, მაღაზიაში წავსულიყავი და საჭმელი მეყიდა. ახლომდებარე სურსათში მივირბინე და ოჯახისთვის საჭმელი ვიყიდე. დღემდე მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წამს“, - განუცხადა რუსმა ლამაზმანმა "Daily Mail"-ს. 

გია ჯიქიძე კრასნოდარში დაიბადა. სანამ საკუთარ სააგენტოს დააარსებდა, სამოდელო სააგენტო „ვივაში“ მუშაობდა. სააგენტოს დავალებით, მოდელებსა და ახალ სახეებს რუსეთსა და უკრაინაში ეძებდა. ჯიქიძე დასავლეთში რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი იყო. ამჟამად, ის გარდაცვლილია.


ანი ბერუაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS