20 სექტემბერი, 2018
როგორც იქნა: ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს ოჯახური სკანდალები დამოუკიდებლად მოაგვარონ
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ორწლიანი მსოფლიო დავა, სავარაუდოდ დასასრულს უახლოვდება. დაშორების შემდეგ, წყვილის ურთიერთობაში ლამის მთელი სამყარო ჩაერია, თუმცა, დაძაბულობა და სკანდალური კონფლიქტები ვერც სასამართლომ დაარეგულირა და ვერც შვილებმა.

მათი კონფლიქტის მთავარი მიზეზი საერთო შვილები არიან, ანჯელინას არ სურს ბავშვებს მამასთან ჰქოდნეთ კონტაქტი, ბრედ პიტი კი ბავშვების გარეშე თავს ცუდად გრძნობს.

Rating

მართალია, სასამართლო დავა ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის მოუგო, მაგრამ უმშვენიერესი მსახიობი შვილების ნახვის საშუალებას მამას არ აძლევდა.

როგორც ჩანს, ახლა ანჯელინას წყენამ გაუარა და ბრედ
პიტთან არც მეტი არც ნაკლები, პირისპირ შეხვედრა გადაწყვიტა.

Rating

მათთან დაახლოებული პირების თქმით, ეს შეხვედრა უკვე შედგა, ბრედ პიტი ანჯელინას საკუთარ სახლში შეხვდა.
რაზე შეთანხმდნენ, ჯერჯერობით უცნობია. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მამუკა
,,როგორც ჩანს, ახლა ანჯელინას წყენამ გაუარა და ბრედ პიტთან არც მეტი არც ნაკლები, პირისპირ შეხვედრა გადაწყვიტა"-ო?....... ჰა და ჰა...იქნებ ერთი ბაღანაც კიდევ გააკეთონ ამასობაში თავიანთ და უნებურადა...))))))
23:09 / 20-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS