დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში 32 გრადუსი იყო, მელანიამ გადაწყვიტა, „გუჩის“ 3.980 დოლარად ღირებული პალტო ჩაეცვა. ფოტოკამერებთან პოზირების დროს დონალდ ტრამპსა და ანჯეი დუდას შავი კოსტიუმები ეცვათ, აგატა კორნჰაუსერ-დუდამ კი თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი მოირგო.
პალტო მელანიას არც თეთრ სახლში შესვლის შემდეგ გაუხდია. პრესკონფერენციაზე, სადაც პრეზიდენტები ვაჭრობას, შეიარაღებასა და ენერგეტიკას განიხილავდნენ, ის კვლავ თბილად იყო ჩაცმული.