მისი თქმით, ქმარი მამაკაცების საპირფარეშოში იატაკზე დავარდნილი იპოვა, ალექსს პირიდან ქაფივით მასა გადმოუვიდა.
კინგი საავადმყოფოშია მოთავსებული. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შიშობენ, რომ წყვილი, შესაძლოა, ვირთხის საწამლავით მოწამლეს.
მოდელი
„რესტორანში შევუკვეთე პიცა, ალექსმა კი ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული. ორი ჭიქა თეთრი ღვინოც გვქონდა“, - ჰყვება მედიასთან ანა.
შაპიროს თქმით, უკვე ასრულებდნენ ვახშამს, როდესაც ალექსი ტუალეტში გავიდა, თავად კი თავი შეუძლოდ იგრძნო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ქმრის მოსაძებნად გავიდა და კინგი იატაკზე უგონოდ იპოვა.
სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ შაპირო და კინგი სტრიქნინით მოწამლეს.
„მე მარტივად გადავრჩი, მაგრამ ალექსის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საბედნიეროდ, გონს მოვიდა, თუმცა, ჯერ კიდევ ველოდებით ანალიზის შედეგებს“, - ამბობს შაპირო.
მოდელი რუსეთში დაიბადა, თუმცა, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2006 წელს ისრაელის მოქალაქე გახდა.
2008 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ალექს კინგი გაიცნო. წყვილი 1 თვის წინ დაქორწინდა. შაპირო ფიქრობს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები მას ჯაშუშად მიიჩნევენ.
„მე საჯაროდ გავაკრიტიკე პუტინი და ქვეყანა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს. მე ყოფილი რუსი ვარ. მამაჩემი რუსეთის არმიის გენერალი იყო და სამხედრო ორკესტრში უკრავდა“, - განაცხადა ანამ. განაგრძეთ კითხვა: