18 სექტემბერი, 2018
ამაღელვებელი მომენტი: Burberry-ის დიზაინერის დედამ, შვილის ჩვენებაზე, ცხარე ცრემლებით იტირა
გუშინ ლონდონში შედგა რიკარდო ტიშის პირველი კოლექციის ჩვენება, რომელიც მან სპეციალურად Burberry-სთვის შექმნა.

მან საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექცია წარმოადგინა, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის.

ჩვენების დასარულს, ყველაზე ამაღელვებელი მომენტი რიკარდოს დედა იყო. მან შვილის წარმატებული ჩვენებისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ის პირველ რიგში იჯდა, შესაბამისად ცრემლები შეუმჩნეველი არავის დარჩენია.

Highsnobiety-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რიკარდო ტიშიმ აღნიშნა, რომ მას ოჯახთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. "მამა ადრეულ ასაკში დამეღუპა, ამიტომ იძულებული გავხდი, ძალიან პატარა ასაკში დამეწყო მუშაობა, ასე ვეხმარებოდი დედას.




სკოლის შემდეგ ვმუშაობდი, შემდეგ კი ვსწავლობდი და ანიმაციურ ფილმებს ვუყურებდი", - განაცხადა 44 წლის დიზაინერმა.

რიკარდო ტიში Burberry-ში გადასვლამდე, Givenchy-ის მოდის სახლის დიზაინერი გახლდათ, სადაც 12 წელი მუშაობდა. მისი ბოლო კოლექცია ფრანგული ბრენდისთვის მთლიანად წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი.

მისი ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისთვის, რომ ყველა წარმატებას დიდი შრომა სჭირდება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS