13 სექტემბერი, 2018
კარლა ჰოუ - მოდელი, რომელსაც ეშლი კოული ჰყავს ნაცემი
Playboy-ს პოპულარული მოდელი და დამწყები მსახიობი კარლა ჰოუ "ლივერპულის" ფანი აღმოჩნდა.

ჰოუ მერისაიდული კლუბის გულშემატკივარი მას შემდეგ გახდა, რაც "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების მცველს, ნატანიელ კლაინს ხვდება.

ჰოუ პოპულარული ჟურნალის ყდაზე 18 წლის ასაკში თავის დასთან, მელისასთან ერთად მოხვდა.

საფეხბურთო სამყარო მას კარგად იცნობს, რადგან ლამაზმანს აქამდე რომანები ჰქონია მარიო ბალოტელისთან, პატრის ევრასთან, ხუან კუადრადოსა და ეშლი კოულთან.

აღსანიშნავია, რომ კარლას ეშლი კოული ნაცემიც კი ჰყავს. "რომაში" გამოსვლის პერიოდში, კოული ლონდონს ესტუმრა, სადაც ღამის კლუბში
ჰოუსთან კონფლიქტი მოუვიდა და მოდელმა
მას სახეში სამჯერ ჩაარტყა, რის შემდეგაც ფეხბურთელს ლაპარაკიც კი უჭირდა.


იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS