დიდი დაბრუნება: კენი ვესტმა Instagram-ის პირადი გვერდი აღადგინა
კენი ვესტი გუშინ საღამოს ინსტაგრამზე დაბრუნდა. საკუთარი ექაუნთი ვარსკვლავმა 14 თებერვალს გააუქმა, მან კიმ კარდაშიანს სიყვარულის დღე მიულოცა და შემდეგ ინსტაგრამის პირადი გვერდი წაშალა.
გუშინ ღამით კი, ყველასთვის მოულოდნელად, ის სოციალურ ქსელში დაბრუნდა და 5 ფოტო გამოაქვეყნა.
ფანები ამ ფაქტმა გაახარა, თუმცა, უმეტესობა მას ასწავლის, რომ კოლუმბია არასწორად უწერია და უხსნიან, რომ Columbia-ს ნაცვლად, Colombia უნდა დაწეროს.