ქორწილს 400 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, ბიზნესმენები და რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქორწილში მუშაობა მხოლოდ მიმტანებსა და მზარეულებს არ მოუწიათ. 18 წლის პატარძალს ეცვა ცნობილი დიზაინერის ზუჰაირ მურადის შთამბეჭდავი კაბა, რომელიც 45 კილოგრამს იწონიდა და საქორწინო სამოსის ტარებაში მას სპეციალურად დაქირავებული ადამიანები ეხმარებოდნენ. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა, ეს საქორწინო კაბა 17 მილიონი
საქორწინო ცერემონიალი ჩეჩნური ტრადიციების დაცვით წარიმართა. პატარძალი სპეციალურად მოწყობილ კარავში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებისგან იღებდა მოლოცვებს, ხოლო 20 წლის სიძე მეგობარ ბიჭებთან ერთად ცალკე ოთახში იყო განმარტოებული.
საქორწინო სუფრაზე არ იყო ალკოჰოლური სასმელი, სამაგიეროდ სუფრა სავსე იყო ძვირადღირებული თევზეულით და ცხვრის ხორცით. სადღესასწაულო ტორტი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გახლდათ.
სტუმრების განწყობაზე ჩეჩენმა მსახიობებმა და მომღერლებმა იზრუნეს. ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი მომღერალი ნადეჟდა კადიშევა იყო.