იახტა 87 წლის მექსიკელ მილიარდერს, ალბერტო ბაილერსის ეკუთვნის.
საინფორმაციო პორტალი "Independent"-ის წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
პოლიციელები გარდაცვალების მიზეზს ამ დრომდე არკვევენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ გაჩერებაზე, კალიფორნიის პორტში, გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კერძოდ, კომაში იყო ჩავარდნილი და როგორც ამბობენ, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით კი, ხელებშეკრული მოდელი წყალზე ტივტივებდა.
სანდო წყაროს ცნობით, შნეიდი, იახტის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც თითქმის ექვსი
აღსანიშნავია, რომ თვით ალბერტმა და მისმა ოჯახმა იახტა ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს. მაკნამარა, საკუთარ "ინსტაგრამზე" მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებსა და საცურაო კოსტიუმების, ქალის ქვედა საცვლისა და კოსმეტიკური საშუალებების რეკლამებს აქვეყნებდა.
შინეიდმა, გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე, "ინსტაგრამზე" უცნაური პოსტი გამოაქვეყნა:
"გონება მაქვს არეული! უკან დამაბრუნეთ - იქ, სადაც ჩემი ერთადერთი საზრუნავი იყო, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა", - წერს შინეიდი.