05 სექტემბერი, 2018
რამდენიმე წარუმატებელი ქორწინება და ცხოვრება კინოს გარეშე - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა "კლონის" ვარსკვლავი
"კლონი" 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრაზილიური სერიალია. სერიალი პატარა მუსლიმი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაობლდა და იძულებული გახდა, საცხოვრებლად მაროკოში ბიძასთან გადასულიყო. 



სერიალში მთავარ როლს მსახიობი ჯოვანა ანტონელი თამაშობდა. ის ახლა 42 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. 

ჯოვანა ანტონელი ფილმებსა და სერიალებში აღარ თამაშობს და მთელ დროს ოჯახურ ცხოვრებას უთმობს. 

Rating

მისი პირადი ცხოვრება ზუსტად ისეთივე იდუმალია, როგორც ბრაზილიური სერიალების ისტორიები. 

მისი პირველი ქმარი იყო ბიზნესმენი რიკარდო მედინი, რომელსაც ჯოვანი სკოლიდან იცნობდა. 

Rating

მათმა ქორწინებამ 4 წელიწადს
გასტანა და 2001 წელს დაშორდნენ, რის შემდეგაც მსახიობმა რომანი "კლონის" ვარსკვლავთან მურილიო ბენისიუსთან გააბა. 2005 წელს მათ პატარა პეტრო შეეძინათ, ბავშვის დაბადებიდან 2 წელიწადში წყვილი დაშორდა. 

Rating


2007 წელს მსახიობი ამერიკელ ბიზნესმენზე რობერტო ლუკაშინიოზე გათხოვდა. თუმცა, ოჯახი 4 თვეში დაინგრა. 

ახლა ჯოვანი რეჟისორ ლეონარდო ნოგეირასთან ერთად ცხოვრობს და აშკარაა, რომ ის ბედნიერია. მათ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს და 2011 წელს ორი გოგონას მშობლები გახდნენ. 

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS