31 აგვისტო, 2018
ადრიანა ლიმას დიეტა - არ თქვათ უარი ხორცსა და დესერტზე!
არ არის ადვილი, ცნობილი ბრენდის Victoria's Secret-ის სახე იყო. ადრიანა ლიმა მუდამ ფორმაში ყოფნისთვის კრივითა და კაპოეიროთი არის დაკავებული და კვების რაციონს დიდ ყურადღებას აქცევს.

ლამაზი სხეულის საიდუმლო -
"მივირთმევ ყველაფერს, რაც მსურს, მაშინ როდესაც შიმშილს ვგრძნობ. რაც უფრო ახლოვდება საღამო, მით უფრო იკლებს ულუფა. არ მიყვარს დაძინება სავსე კუჭით".

მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირი - ვარჯიში. "ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მომწონს საკუთარი სხეული. თავს იდეალურად არ ვთვლი, მაგრამ სამარცხვინოც არაფერი მაქვს. ვაცნობიერებ იმას, რომ დროთა განმავლობაში დაბერებას
დავიწყებ, ამიტომაც დროს არ ვიშურებ ფიტნესისთვის. არ დავუშვებ, რომ ნაადრევი ნაოჭები და მოშვებული მუცელი გამიჩნდეს".

რას მიირთმევს: ბოსტნეულის ან ხილის სალათი, პიურე, სმუზი, კრემ-სუპები, იოგურტი, კვერცხი, უცხიმო ყველი, ხორცი და თევზი, ახლადგაწურული წვენები, რძე, თაფლი, დროდადრო - დესერტები.
საყვარელი საჭმელი: ხორცი, შოკოლადი, ნამცხვრები, თაფლი. "ყოველდღიურად თაფლს მივირთმევ, იგი სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის".

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS