27 აგვისტო, 2018
თურქული სერიალების ვარსკვლავი დაქორწინდა
თურქული სერიალების ვარსკვლავი საიგინ სოისალი დაქორწინდა. მისი რჩეული გიოკჩე უზუნია. სოისალის მონაწილეობით ქართულ ტელესივრცეში რამდენიმე სერიალი გადიოდა, მათ შორისაა „ასი“, სადაც ის ასლანის როლს ასრულებდა, „დიდებული საუკუნე“ - მერჯან-აღა, შავი ფული და სიყვარული - ფეთიხ დიუნდარი (მეთინი) და სერიალი „ორმო“ – Çukur-ი.

სოისალისა და უზუნის ქორწილს Çukur-ის თითქმის მთელი სამსახიობო გუნდი დაესწრო. ქორწილს სერიალ „ორმოს“ მთავარი გმირი არას ბულუთ იენემლიც ესწრებოდა. მან თავის ცნობილ სიმღერაზე (სერიალიდან) მსახიობებთან ერთად გარეპა.

Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS