"მახსენდება ღამე, როდესაც დამჭერი, სიკვდილის პირას ვიყავი" - ნიკი მინაჟს ყოფილი შეყვარებული სკანდალურ ბრალდებებს უყენებს
ამერიკელ სუპერვარსკვლავს ნიკი მინაჟს ყოფილი შეყვარებული, რეპერი საფარი სემუელსი ძალადობაში ადანაშაულებს. მამაკაცის მტკიცებით, წარსულში ნიკიმ ის დანით დაჭრა. "მახსენდება ღამე, როდესაც დამჭერი, სიკვდილის პირას ვიყავი. პოლიციას კი მოვატყუე და ვუთხარი, რომ თავს ვიკლავდი, რადგან არ მსურდა, სამართალდამცველებს დაეპატიმრებინე", - წერს სემუელსი.
მინაჟი ყოფილ მეგობარ მამაკაცს მალევე გამოეხმაურა, თუმცა, ბრალდებისთვის არ უპასუხია. მან სემუელსი ქურდობასა და ტყუილში დაადანაშაულა. "შენ მე საბანკო ბარათი მომპარე. როგორც მითხარი, გეგონა, რომ ანგარიშზე საერთო ფული ინახებოდა. ღმერთი გადაგიხდის ტყუილისთვის. ჩაალაგე შენი
ნივთები და წახვედი. ამის შემდეგ დაბრუნდი, ტირილით მეხვეწებოდი, რომ გლაზგოში EMA-ს დაჯილდოებაზე წამეყვანე. მე გიპასუხე - არა, პატარა", - წერს ნიკი ტვიტერზე.