არეტა ფრანკლინი სიკვდილს ებრძვის - მუსიკოსი უგონო მდგომარეობაშია
მომღერალი არეტა ფრანკლინი წლებია კიბოს ებრძვის. გამოცემა "დეილი მეილის" ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ძალიან დამძიმდა და ის კლინიკაში მოათავსეს.
76 წლის ვარსკვლავი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმები გადარჩენის შანსს, ფაქტობრივად აღარ იძლევიან.
კლინიკაში უკვე შეიკრიბნენ მისი მეგობრები და ნათესავები, რომლებიც საყვარელ არეტას ემშვიდობებიან.