06 აგვისტო, 2018
"სკოლაში ხშირად მეუბნებოდნენ ბაბუა მოვიდაო" - კეტრინ ზეტა-ჯონსის ქალიშვილი მამის გამო ბულინგის მსხვერპლია
კეტრინ ზეტა-ჯონსი ქალიშვილთან ერთად ჟურნალ "Town & Country"-ის სექტემბრის ნომრის გმირი ხდება.

ახალ ნომერში 15 წლის კერის დუგლასის ინტერვიუსაც წაიკითხავთ. მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის ქალიშვილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს პოპულარობის უარყოფით მხარეებზე და ასევე ბულინგზე, რომლის მსხვერპლიც ის სკოლაში გახდა.

კერისის მტკიცებით, თანაკლასელები მას დედ-მამას შორის ასაკობრივი სხვაობის გამო ხშირად დასცინოდნენ. 73 წლის მაიკლ დუგლასსა და 48 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსს შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელია: „სკოლაში მამაზე ხშირად უთქვამთ, ბაბუა მოვიდაო“, – იხსენებს
კერისი.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS