06 აგვისტო, 2018
მეგან მარკლიმ საკუთარი დაბადების დღე ჰარის მეგობრის ქორწილში გაატარა
4 აგვისტოს მსოფლიო მედიის ყურადღება მეგან მარკლის მიმართ იყო მიპყრობილი. ის 37 წლის გახდა. მეგანი და პრინცი ჰარი ჟურნალისტებმა პრინც ჰარის ბავშვობის მეგობრის ქორწილში დააფიქსირეს.

მეგან მარკლი ქორწილში საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა თავს. მეგანს ქორწილში Club Monaco-ს კაბა ეცვა, Kayu-ს კლატჩი ეჭირა და ფილიპ ტრეისის შავი თავსაბურავი ეხურა.

Rating

აღსანიშნავია, რომ ქორწილში ყველას შავ-თეთრი სამოსი ემოსა, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ამას საქორწინო დრეს-კოდი მოითხოვდა.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი ქორწილში ვერ წავიდნენ, რადგან ისინი ახლა დასასვენებლად იმყოფებიან.

Rating


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS