პოლიციას მომხდარის შესახებ უფროსმა დამ, 19 წლის ანგელინამ უამბო. მან და მისმა დებმა, 17 წლის კრისტინამ და 18 წლის მარიამ თავდაპირველად სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მამა შვილების დახოცვას ცდილობდა, თუმცა, მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს თავდაცვა არ იყო.
მამის მოკვლაზე გოგონები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, თუმცა, კონკრეტული გეგმა რამდენიმე დღით ადრე დასახეს.
27 ივლისს, როდესაც მიხაილს სავარძელში ჩაეძინა, გოგონები მამას დანებით დაესხნენ თავს.
„ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა, ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო“, - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.
გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრისტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. განაგრძეთ კითხვა: