01 აგვისტო, 2018
"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში
მოს­კოვ­ში სამ­მა დამ სა­კუ­თა­რი მამა, 57 წლის მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი, და­ნე­ბით მოკ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "armeniasputnik.am"-ი ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უფ­როს­მა დამ, 19 წლის ან­გე­ლი­ნამ უამ­ბო. მან და მის­მა დებ­მა, 17 წლის კრის­ტი­ნამ და 18 წლის მა­რი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრეს, რომ მამა შვი­ლე­ბის და­ხოც­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რეს, რომ ეს თავ­დაც­ვა არ იყო.

მა­მის მოკ­ვლა­ზე გო­გო­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ­დნენ, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­სა­ხეს.



27 ივ­ლისს, რო­დე­საც მი­ხა­ილს სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ე­ძი­ნა, გო­გო­ნე­ბი მა­მას და­ნე­ბით და­ესხნენ თავს.
მა­მა­კაც­მა შეძ­ლო მათ­გან თავი და­ეხ­სნა, თუმ­ცა, ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გამო, გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლო და მალე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

„ის ძა­ლი­ან გვძულ­და და მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და - და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით. გვსურ­და, ერთხე­ლაც წა­სუ­ლი­ყო და სახ­ლში აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო“, - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი უბ­რა­ლოდ გა­იქ­ცა, გო­გო­ნე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მი­ხა­ილ­მა მათი დედა სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ან­გე­ლი­ნას, კრის­ტი­ნას და მა­რი­ას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხა­ჩი­კი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Niania
Kriminaluri avtoriteti aupatiurebda? Dasabredi yofila da daibrida-"avtoriteti"!
17:57 / 01-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS