"ქალებს, საუდის არაბეთიდან მოდა ძალიან უყვართ. შეიგრძნობენ მოდას და ოცნებობენ", - განაცხადა დიზაინერმა ანტონიო გრიმალდიმ, რომელმაც 2018 წლის 2 ივლისს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ახლო აღმოსავლეთის პირველი სუპერმოდელი - 17 წლის თალინდა თამერი წარადგინა.
Harper’s Bazaar Arabia-ს რედაქტორი, ლუის ნიკოლი ამბობს: "ვერ ვიტყვით, რომ აქამდე მოდის ინდუსტრია საუდის არაბეთს გვერდს უვლიდა. ამ ქვეყანაში მოდის ჟურნალებიც გამოდის და მარტში მაღალი მოდის კვირეულიც ჩატარდა. მაგრამ სწორედ თალიდაა პირველი მოდელი ამ ქვეყნიდან, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა".
თალიდა საპორტო ქალაქ ჯიდაში
დაიბადა და გაიზარდა. მის კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ოჯახმა: ლიბერალურად განწყობილმა მამამ და განსაკუთრებით, იტალიელმა დედამ, რომელიც საუდის არაბეთში გათხოვებამდე მოდელად მუშაობდა ნიუ-იორკში, ტოკიოსა და მაიამიში, თანამშრომლობდა Giorgio Armani-სთან, Gianfranco Ferre-სა და La Perla-სთან.