26 ივლისი, 2018
რას უმალავენ პრინც ჯორჯს მშობლები
ცნობილი ადამიანების შვილები მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. განსაკუთრებით პოპულარულები სამეფო ოჯახის შთამომავლები პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა არიან. ეს ბუნებრივიც არის, ჯორჯი მეფე უნდა გახდეს. 

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატარებიდან პრინცი ჯორჯია პირველი, რომელსაც საშუალება ექნება პირველს ჰქონდეს მეფის მოვალეობების ხელში აღების შესაძლებლობა, ჯორჯს სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ხუთი წელი და უკვე მრავალი აქტივობითაა დაკავებული, თუმცა, საინტერესოა, იცის თუ არა მან საკუთარი წარმომავლობისა და მასთან დაკავშირებული მომავალი გეგმების შესახებ?

Rating

როგორც ბოლო დროს, სამეფო ოჯახის
ბიოგრაფის თქმით გახდა ცნობილი, კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს შვილისთვის მომავალი მეფის სტატუსის შესახებ ჯერჯერობით არ ეცნობებინათ.

მიზეზი, რატომაც ქეითი და უილიამი ცდილობენ ბავშვმა ამის შესახებ რაც შეიძლება გვიან გაიგოს, ის გახლავთ, რომ მათ სურთ ჯორჯის ცხოვრება, რამდენადაც შესაძლებელია, ისეთივე იყოს, როგორიც ყველა პატარას აქვს. ამის გამო, ჯორჯი ჩვეულებრივ სკოლაში დადის. 

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS