საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ტომ კრუზი? ხმები დადის, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს ყოფილ ცოლს და გამუდმებით ''უთვალთვალებს'' მას და თავის პატარა ქალიშვილ სურის
64 წლის მერილ სტრიპმა გადაწყვიტა, თავის კოლეგასა და დიდი ხნის მეგობარს, 35 წლის კეტი ჰოლმსს ახალი სიყვარულის პოვნაში დაეხმაროს. ოსკაროსანმა მსახიობმა საამისოდ, მისივე აზრით, იდეალური კანდიდატი შეარჩია - თავისი 36 წლის ვაჟი ჰენრი ჰამერი.
ახალგაზრდები უკვე შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს და ამბობენ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდისო.
კეტი ჰოლმსმა მერილ სტრიპი შარშან გაიცნო
ფილმის გადაღებებზე, სამხრეთ აფრიკაში. მერილი აღაფრთოვანა კეტის სიკეთემ და დახვეწილობამ. იცოდა რა, რომ კეტი მარტოა ტომ კრუზთან დაშორების შემდეგ, მას თვითონვე შეურჩია ბოიფრენდი.
მერილის უფროსი ვაჟი ჰენრი ჰამერი თავადაც სიამოვნებით აჰყვა დედის ინიციატივას. ამბობენ, რომ მას დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ჭორიკანები ''დედიკოს ბიჭსაც'' კი ეძახიან.
საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ტომ კრუზი? ხმები დადის, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს ყოფილ ცოლს და გამუდმებით ''უთვალთვალებს'' მას და თავის პატარა ქალიშვილ სურის.
ჟურნალი ''რეიტინგი''