19 ივლისი, 2018
როგორ ცხოვრობს სუპერმოდელი დები ჰადიდების დედა იოლანდა ჰადიდი სოფელში - 54 წლის ვარსკვლავის შთამაგონებელი ცხოვრება
54 წლის იოლანდა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების დედაა. ასევე სუპერმოდელი ასაკის მიუხედავად, შესაშურ ფორმაშია.

თუ Instagram-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს დავაკვირდებით, ვარსკვლავის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოდ შეიძლება მივიჩნიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

Rating

უკვე მრავალი წელია, იოლანდა ცდილობს მხოლოდ ორგანული საკვები მიირთვას. ის სამშობლოში, ჰოლანდიაში დიდ დროს ატარებს, სა
დაც აქვს საკუთარი ბოსტანი, ლიმონისა და ლავანდის ბაღები, ჰყავს შინაური ცხოველები და ქათმები, რომელთა მოვლაში აქტიურადაა ჩართული. საკვებად კი სწორედ მის მიერ მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.

წარმატებული სუპერმოდელების დედა დიდ დროს ატარებს ბუნებაში და ყოველთვის დიდ მადლიერებას გამოხატავს ცხოვრებისადმი.

იოლანდა ჰადიდის, როგორც ქალის, სამი შვილის დედის, ყოფილი მოდელისა და უბრალოდ შემოქმედი ადამიანის წარმატებული ცხოვრება შესაძლოა ბევრისთვის აღმოჩნდეს შთაგონების წყარო და მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება.
განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS