12 თებერვალი, 2014
კიმ კარდაშიანის მამინაცვალი სქესს იცვლის
ბევრმა ეს არ დაიჯერა, თუმცა პაპარაცებმა ბრიუსი ბევერლი-ჰილზის ქირურგიული ცენტრიდან გამომავალი აღბეჭდეს ფირზე კიმ კარდაშიანის დედის, კრის ჯენერის ყოფილი ქმარი, ოლიმპიური ჩემპიონი ათჭიდში, 64 წლის ბრიუს ჯენერი სქესს იცვლის. მან უკვე პირველი ნაბიჯიც გადადგა - გაიკეთა პირველი პლასტიკური ოპერაცია, რომლის შედეგადაც ე.წ. ადამის ვაშლი, ანუ ფარისებრი ხრტილი ამოაცალეს.

კიმ კარდაშიანის მამინაცვალმა ჯერ კიდევ შარშან აღიარა, რომ სქესის შეცვლას გეგმავდა. ბევრმა ეს არ დაიჯერა, თუმცა პაპარაცებმა ბრიუსი ბევერლი-ჰილზის ქირურგიული ცენტრიდან გამომავალი აღბეჭდეს ფირზე.

ფოტოებზე ჩანს, როგორ
აცილებენ კლინიკიდან ბრიუსს და მანქანამდე მისვლაში ეხმარებიან. ყელი სამედიცინო სახვევით აქვს შეხვეული და საყელოც მაღლა აწეული. გარდა ამისა, თვალსაჩინოა მკვეთრად გაზრდილი მკერდი - როგორც ჩანს, მან აქტიურად დაიწყო ჰორმონალური პრეპარატების მიღება. თმაც წამოზრდილი აქვს.

Rating

ბრიუს ჯენერის ვაჟებს პირველი ცოლისგან, მსახიობისა და პოეტ ლინდა ტომპსონისგან, ბოლომდე სჯეროდათ, რომ მათ მამას გამაახალგაზრდავებელი ოპერაციები უნდა გაეკეთებინა, კრის ჯენერის ზეგავლენით.

ცნობილია, რომ კიმ კარდაშიანის დედას ძალიან უყვარს ამგვარი პროცედურები და გამუდმებით იახალგაზრდავებს თავს. 60 წელს გადაცილებული ქალბატონი მართლაც მშვენივრად გამოიყურება და ახალგაზრდა სიმპათიური ბოიფრენდიც ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Qartulebi.Com - ქართული სიმღერები
დედა ეხვნება მსოფლიოს
02:04 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
აჩიკო
რამ გამოაშტერა ამხელა კაცი?
21:41 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS