17 ივლისი, 2018
საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები სამშობლოში დაბრუნდნენ - როგორი დახვედრა მოუწყო ხალხმა
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ორი დღის წინ საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. 

Rating

ფეხბურთელებმა გამარჯვება სამ პრეზიდენტთან ერთად აღნიშნეს. ფრანგი სპორტსმენები გამარჯვებას პუტინის ქვეყანაში მაგიდაზე ზეიმობდნენ. 



საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი ქვეყნის გამარჯვება სტადიონზე ემოციურად გამოხატა. პრეზიდენტის ეს ჟესტი მიმებად იქცა.


სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს ფრანგმა ხალხმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყო. ფეხბურთელები თაყვანისმცემლებს ელისეს მინდვრებზე შეხვდნენ. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა და ნაკრების მწვრთნელმა ხალხთან ერთად იმღერა საფრანგეთის ჰიმნი. სხვათა შორის, 
მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების გამო, პარიზის მეტროს 6 სადგურს დროებით სახელი გადაერქვა. 





მეტროსადგური საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისა და რამდენიმე ფეხბურთელის სახელს ატარებს. 


რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ხორვატები დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მეორე დღე დასვენების დღედ გამოცხადდა. 




როცა ფეხბურთელები საკუთარ სამშობლოში დაბრუნდნენ, ათასობით ადამიანი მათ ისე დახვდა, როგორც ნამდვილ გმირებს. 
ფეხბურთელებთან შესახვედრად ქუჩაში ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიორგი.
რამხელა სტიმულია ქვეყნისთვის. აი მაგალითი ქართველებისთვის, მაგრამ ჩვენ სტიმული არ გაგვაჩნია და შეცდომებზე როგორ ვისწავლით.
10:06 / 21-07-2018
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი.
მიკვირს, თბილისურ ახალ "ცათამბრჯენებს", ვერ ვხედავ ქალაქში. ალბათ ჩვენისთანა მთავრობა ჯერ არ მოსულა.
10:00 / 21-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS