1991 წლის 8 დეკემბერს, ბალკანეთის ომის დროს, სერბებმა შტურმით აიღეს მორდრიჩი, პატარა სოფელი, ჩრდილოეთ დალმანიაში, სადაც მოდრიჩების ოჯახი ცხოვრობდა. ერთ-ერთი, ვინც ორმხრივ სროლაში მოყვა, იყო ლუკა მოდრიჩი უფროსი, რომელსაც საქონელი მიტოვებულ ქუჩაზე გადაჰყავდა. ამ დროს მას თავს სერბები დაესხნენ და 5 სხვა ადგილობრივთან ერთად უმაწყალოდ აწამეს.
მათი მიზანი იყო, მოდრიჩის დანარჩენი მაცხოვრებლები გაეფრთხილებინათ, რომ დაეტოვებინათ თავინათი
ამ ინციდენტის შემდეგ, ლუკას მშობლები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მორდრიჩი. მათ თავშესაფარი ზადარში, მიტოვებულ სასტუმროში იპოვეს, სადაც არ იყო ელექტროენერგია და წყალი, გამუდმებით ისმოდა აფეთქებების ხმა, რაც პატარა ლუკასა და მისი დისთვის ყოველდღიურობად იქცა.
ლუკა სასტუმროს ავტოსადგომზე თამაშობდა ფეხბურთს იმ ოცნებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამუდმებულ ომში არსებობას უკან ჩამოიტოვებდა.
10 წლის ლუკა რამდენიმე მწვრთნელმა დაიწუნა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ფეხბურთისთვის ზედმეტად სუსტი და მორცხვი იყო.
ზადარის მაშინდელი მწვრთნელი, სადაც ლუკა თამაშობდა, ტომისლავ ბასიჩი, აღმოჩნდა, ის ვინც გამოიყენა თავისი კონტაქტები, რათა მოდრიჩი დინამო ზაგრებში გადასულიყო.
დინამოდან მისი აღმასვლა დაიწყო, გადავიდა ტოტენჰემში, შემდეგ კი რეალ მადრიდში. დღეს ლუკა მოდრიჩი ქვეყნისთვისაც და კლუბისთივსაც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამასთან მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება.
2018 წლის ჩემპიონატზე მსოფლიო თასი მართალია ხორვატებმა ვერ მოიპოვეს, თუმცა, ლუკა მოდრიჩი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მან დამსახურებული ოქროს ბურთი მიიღო.
იხილეთ ვიდეო: