16 ივლისი, 2018
მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიუ ქალიშვილის შესახებ
19 მაისს მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი შედგა. მეგანი საკურთხეველთან პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან საქორწინო ცერემონიალს პატარძლის მამა ტომას მარკლი არ დაესწრო.

ამის მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. წერდნენ, რომ მან ინსულტი მიიღო, თუმცა, მალე ქსელში გავრცელდა ტომას მარკლის ფოტოები, სადაც ის ბრიტანეთის შესახებ წიგნს კითხულობს.

"დეილი მეილის" ცნობით, ტომას მარკლის ეს კადრები დადგმული იყო და პრინც ჰარის სიმამრმა ამის სანაცვლოდ თანხა 135 000 დოლარი მიიღო.

სულ ცოტა ხნის წინ, მეგან მარკლის მამამ გულახდილი
ინტერვიუ მისცა.





"რასაც ვხედავ, ეს არის შეშინებული მეგანი. მე ამას ვხედავ მის თვალებში, მის სახეზე და ეს ძალიან მაშინებს. შეიძლება ეს მხოლოდ ამ დღეებში ხდება, მაგრამ მგონია მეგანი ძლიერი სტრესის ქვეშ არის. მან დიდი საფასური გაიღო გათხოვილიყო ჩარლზე და ამ ოჯახის წევრი გამხდარიყო. მეგანი გავს 30-იანი წლების ძველი ფილმის გმირს, რომელიც 2018 წელს მუხლებზე დგას", - განაცხადა ინტერვიუში ტომას მარკლიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალიშვილთან კონტაქტი არ აქვს, მივწერე კიდეც: მიყვარხარ, მენატრები და ყველაფერი მაპატიე-მეთქი. მინდა, ბაბუა გავხდე.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS