13 ივლისი, 2018
"დაწოლის წინ იმაზეც ვფიქრობ, გავიღვიძებ თუ არა"- ალლა პუგაჩოვას გულახდილი ინტერვიუ სიბერეზე და ოჯახურ ცხოვრებაზე

 

ალა პუგაჩოვამ მსახიობ ოლეგ მენშიკოვთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა სიბერეზე და მაკსიმ გალკინთან ოჯახურ ცხოვრებაზე.

 


“ტენდენციაა, რომ მადანაშაულებენ სიბერის გამო, თითქოს თავად არ დაბერდებიან. მე გავიზარდე იმ წესზე, რომ „ახალგაზრდას ყველგან გზა აქვს და მოხუცს ყველგან პატივი“ და ასეთ წესებზე გაზრდილი 70 წლის დეიდა, ვკითხულობ „ ეს ბებერი ქალი, გამონაყარით, შეხედეთ, როგორია ის შეუღებავი...“

Rating

ინსტაგრამი ეს ისე საინტერესოა, შეგიძლია გაერთო, როცა მოწყენილი ხარ. დამღალა იმან, რომ წერენ „ ის ხომ ბებერია“. დიახ, მე მოხუცი ვარ და

ამას ვერაფერს ვუზამ და არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ სული მაქვს ახალგაზრდა. დიახ, მე ვბერდები, უკვე დაწოლის წინ იმაზეც ვფიქრობ, გავიღვიძებ თუ არა. მინდოდა, მიმეფურთხებინა მსგავსი კომენტარებისთვის. მთავარი სხვა რამეა: სურვილი, იცხოვრო ყოველდღიური მომენტით. ყოველდღე, ყოველი წუთი. ეს უკვე ის დროა, როცა ფიქრობ არა წლებზე, არამედ დღეებზე“, - ამბობს ინტერვიუში პუგაჩოვა.

Rating

მაკსიმ გალკინთან ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრისას ალლა პუგაჩოვამ უპასუხა:

„ახლა ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, რომლის შესახებაც საერთოდ არ ვიცოდი. როგორია დაქორწინებული ყოფნა. იმიტომ, რომ ერთი დირექტორი იყო, მეორეც ასეთი, ფილიპი - სხვაა, ფილიპი - ფილიპია, ასეთი იყო. ახლა კი, არც კი ვიცი, როგორ უნდა ავხსნა: პატარა ბავშვები, ქმარი არ სვამს, არ ეწევა, ერთგულია, ნიჭიერი, მხიარული, ლამაზი, მეოჯახე. როგორ გამიმართლა, ბოლოს და ბოლოს! ერთხელ ვკითხე „შემიძლია, შენთან ერთად წყნარად დავბერდე?“ მისი თვალები რომ გენახათ... „გაგიჟდი? რა თქმა უნდა, არაფრის გეშინოდეს..." აი, ეს არის სულ“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS