09 ივლისი, 2018
მაშველები მღვიმეს დაუბრუნდნენ - ფეხბურთელების ევაკუაცია განახლდა
მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გა­ნახ­ლდა. "CNN"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოქ­ვა­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან სულ მცი­რე 5 სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მღვი­მე­ში ამ დრომ­დე რჩე­ბა 8 ფეხ­ბურ­თე­ლი ბიჭი და მათი მწვრთნე­ლი.

გუ­შინ მაშ­ვე­ლებ­მა ოთხი მო­ზარ­დის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს. ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.



"CNN"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად მაშ­ვე­ლე­ბის ის გუნ­დი შე­ვი­და, რომ­ელმაც გუ­შინ ოთხი ფეხ­ბურ­თე­ლის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლი ბი­ჭე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან. ამის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლოა, არც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ.

"BBC"-ი წერს, რომ მღვი­მე­დან
გა­რეთ გა­მო­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, ცურ­ვა, ცოც­ვა, ყვინ­თვა. თითო ბიჭი ორ მაშ­ველს გა­მოჰ­ყავს, მათ სახე მთლი­ა­ნად ნიღ­ბით აქვთ და­ფა­რუ­ლი. მაშ­ვე­ლებს უჭი­რავთ ბი­ჭე­ბის ჟანგბა­დის ბა­ლო­ნიც, რომ მო­ზარ­დებ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბა უფრო თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლონ.

იხილეთ ვრცლად:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS