ჟან-კლოდ ვან დამი საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრმა მარლენ შიაპამ გააკრიტიკა. "Pinknews"-ის ინფორმაციით, ბელგიელი მსახიობი მინისტრთან ერთად გადაცემა "On n’est pas couch"-ის სტუმარი იყო. გადაცემაში შიაპა და ვან დამი სხვა სტუმრებთან ერთად რამდენიმე საკითხზე საუბრობდნენ, მათ შორის - ფემინიზმზე.
ვან დამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ბავშვების მოვლა და სამზარეულოში ფუსფუსი ქალის საქმეა, მამაკაცმა კი ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ შიაპამ მას ჰკითხა, რას ფიქრობდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებაზე.
განაგრძეთ კითხვა: