ეკატერინბურგში დაბადებული იულია ლიპნიცკაია არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პატარა ოლიმპიელია რუსეთის ნაკრებში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ასევე პირველი რუსი ყოფილა, რომელმაც
მანამდე იულია იუნიორებს შორის იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ბევრი სხვა პრესტიჟული ჯილდო აქვს მოპოვებული მცირეხნიანი, თუმცა შტამბეჭდავი კარიერის განმავლობაში.
2014 წლის იანვრის მდგომარეობით, იულია მესამე ადგილზეა მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის რეიტინგში.
იულია ფიგურულ სრიალზე დედამ მიიყვანა. ''ოთხი წლის ვიყავი და არჩევანი უნდა გამეკეთებინა ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალს შორის. მე ფიგურული სრიალი ავირჩიე''.
რაც შეეხება იულიას ქართველ მწვრთნელს, ის რუსეთში მცხოვრები ეთერ თუთბერიძეა, რომელიც რა ხანია, რუს მოციგურავეებს ამზადებს სერიოზული ასპარეზობებისთვის.
თავდაპირველად ის თავად გამოდიოდა, როგორც სპორტსმენი, ფიგურულ სრიალში, მოგვიანებით ამას მოჰყვა ცეკვები ყინულზე. 18 წლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ყინულის შოუ Ice Capades-ში.

1994 წლიდან დაიწყო მწვრთნელობა. თავდაპირველად აშშ-ში მუშაობდა ამ პოზიციაზე, მერე კი რუსეთში დაბრუნდა. 39 წლის მწვრთნელი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა, რაც მის სპორტსმენებზე დადებითად აისახება და მისი გაწვრთნილი მოციგურავეები ყოველთვის შთამბეჭდავად გამოდიან ჩემპიოონატებზე.
სოჭის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატების შემდეგ იულიასა და მის მწვრთნელს არაერთი ინტერვიუს მიცემა მოუწიათ. ყოველ ჯერზე იულია იმას იმეორებდა, რომ მისი წარმატება დიდწილად არის მისი მწვრთნელის დამსახურება.
''რომ არა ეთერ თუთბერიძე, საერთოდაც შევწყვეტდი ფიგურულ სრიალზე სიარულს'', - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში პატარა ჩემპიონმა, რომელიც პატარა ეკატერინბურგიდან დიდ მოსკოვში ჩასული, სწორედ ეთერმა შეიფარა თავისი ფრთის ქვეშ.
იხილეთ იულიას გამოსვლა ოლიმპიადაზე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის