28 ივნისი, 2018
ლეიკემიით დაავადებულ ბექა ფიფიას მესიმ საჩუქრები გაუგზავნა
ლეიკემიით დაავადებულ 8 წლის ქართველ ბიჭს, ბექა ფიფიას, რომელიც ისრაელში მკურნალობს, მესის ხელწერით მაისური აჩუქეს.

"ცოტა ხნის წინ, ბექას შესახებ ინფორმაცია მის საყვარელ კლუბამდე, კონკრეტულად კი "ბარსელონას" საქველმოქმედო ფონდამდე FUNDACIÓ FC BARCELONA მივიდა. რეაგირებამ არ დააყოვნა და დღეს, ბექას კლინიკაში ფონდის წარმომადგენლები საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვივნენ. მათ ბექას, სხვადასხვა სახის სუვენირების გარდა, "ბარსელონას" ფორმა აჩუქეს, რომელსაც თვით ლიონელ მესის ხელმოწერა ამშვენებს.

ამიტომაც არ გვაქვს უფლება არ დავიჯეროთ სასწუალების! სუპერგმირები ბექას გადასარჩენად ერთიანდებიან!", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც
სოციალურ ქსელში ვრცელდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS