25 ივნისი, 2018
რა ელოდება ირანელ გოგონას, რომელიც სტადიონზე ჩადრის გარეშე იყო?
ინტერნეტში განსჯის საგანი გახდა იმ ირანელი გოგონას ბედი, რომელიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ესწრება. გოგონა ფოტოზე ჰიჯაბის გარეშეა და მუცელიც მოშიშვლებული აქვს.


იმას რომ გოგონა ნადვილად ირანელია, კისერზე დაკიდებული პასპორტიც ადასტურებს, სადაც ის ფოტოზე ჩადრითაა გადაღებული.
ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებს აღელვებთ გოგონას ბედი, ზოგს მიაჩნია, რომ ამის გამო იგი შესაძლოა სამშობლოში სიკვდილითაც კი დასაჯონ, ირანული კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებაში ქალის ჰიჯაბის გარეშე გამოჩენა დასჯადია.

ზოგი აღნიშნავს, რომ ირანში Twitter-ი დაბლოკილია და შესაძლოა, ვერც ნახონ ეს ფოტო, ზოგს მიაჩნია,
რომ გოგონას სერიოზული სასჯელი არ ემუქრება, რადგან ირანში "ელიტასთვის ყველაფერი ნებადართულია."


უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი გოგონა არ არის, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ფოტო ობიექტივის კამერაში ჩადრის გარეშეა, ნაციონალურ დროშის ფერებში გამოწყობილმა სხვა გოგონებმაც მიიქციეს ყურადღება. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS