ლიონელ მესის დედამ, სელია კუჩიტინიმ, განაცხადა, რომ ისლანდიასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ვაჟმა იტირა. თურმე, ლეო ცრემლებად იღვრება ყოველთვის, როცა მძაფრად აკრიტიკებენ.
"მას ყველაზე მეტად უნდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. ეს მისი ოცნებაა. ძნელია იმის მოსმენა, თითქოს ლეოს არ აინტერესებს არგენტინის ნაკრები. როცა მას აკრიტიკებენ, ის ამას უზომოდ განიცდის და ტირის", - თქვა ქალბატონმა სელიამ.