აეროდრომზე მელანია მივიდა „ზარას“ მწვანე ქურთუკით, რომელზეც ეწერა „მე სულ არ მადარდებს, შენ?“ ("I really don't care. Do u?")
პირველი ლედის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ქურთუკს რაიმე სხვა დატვირთვა აქვს.
„უბრალოდ სამოსია, არანაირი დაფარული გზავნილი. ტეხასში დღევანდელი მნიშვნელოვანი ვიზიტის ფონზე, იმედი მაქვს, მედია პირველი ლედის გარდერობზე არ იქნება ფოკუსირებული,“ - განაცხადა მელანიას წარმომადგენელმა სტეფანი
მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ზარას“ მესიჯი მედიისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მელანიამ იცის, რამდენად „უნამუსოდ მუშაობენ მედიასაშუალებები, რომლებიც ყალბ ამბებს იგონებენ და პირველ ლედის ეს სრულიად აღარ ადარდებს".