22 ივნისი, 2018
მელანია ტრამპი ემიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად გაემგზავრა ქურთუკით, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
აშშ-ს პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია ტრამ­პი მექ­სი­კის სა­ზღვარ­თან გა­ემ­გზავ­რა ემიგ­რან­ტი ბავ­შვე­ბის თავ­შე­საფ­რის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, თუმ­ცა, CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა არა მის­მა გამ­გზავ­რე­ბამ, არა­მედ ქურთუკმა მი­იპყრო.

აე­როდ­რომ­ზე მე­ლა­ნია მივიდა „ზა­რას“ მწვა­ნე ქურ­თუ­კით, რო­მელ­ზეც ეწე­რა „მე სულ არ მა­დარ­დებს, შენ?“ ("I really don't care. Do u?")
პირ­ვე­ლი ლე­დის გუნ­დი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს, რომ ქურთუკს რა­ი­მე სხვა დატვირთვა აქვს.

Rating

„უბ­რა­ლოდ სა­მო­სია, არა­ნა­ი­რი და­ფა­რუ­ლი გზავ­ნი­ლი. ტე­ხას­ში დღე­ვან­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტის ფონ­ზე, იმე­დი მაქვს, მე­დია პირ­ვე­ლი ლე­დის გარ­დე­რობ­ზე არ იქ­ნე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და მე­ლა­ნი­ას წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სტე­ფა­ნი
გრი­შემ­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ „ზა­რას“ მე­სი­ჯი მე­დი­ის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ მე­ლა­ნი­ამ იცის, რამ­დე­ნად „უნა­მუ­სოდ მუ­შა­ო­ბენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მლებიც ყალბ ამ­ბებს იგო­ნე­ბენ და პირ­ველ ლე­დის ეს სრუ­ლი­ად აღარ ადარ­დებს".

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS